ნინო წილოსანი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს იქნება ეროვნული ინტერესების დამცველი პროექტი და ამის საპირწონედ შენ უყურებ „ფეიქებს“, ადვილი მისახვედრია რა არის სიმართლე და რა - სიცრუე

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას გამოეხმაურა.

„ეს კიდევ ერთი დეზინფორმაციული კამპანიაა „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც ციფრული სამყარო ისე განვითარდა, რომ რთულია განასხვაო ტყუილ-მართალი, ერთი უტყუარი ტესტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. როდესაც პრემიერ-მინისტრი და მაღალი სანდოობით აღჭურვილი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ეს იქნება ეროვნული ინტერესების დამცველი, განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტის მატარებელი პროექტი და ამის საპირწონედ შენ უყურებ „ფეიქებს“ და დეზინფორმაციებს, ვფიქრობ, ადვილი მისახვედრია რა არის სიმართლე და რა - სიცრუე“, - აღნიშნა წილოსანმა.