ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
„ნაციონალური მოძრაობა“ არის სრული ფარსი. ფარსია ის, რომ ის პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ლევან მაჭავარიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-კოლაჟს, სადაც ასახულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, ასევე მხარდამჭერების კავშირები და ინტერესები რუსეთთან.
„2008 წლის შემდგომაც, ჩვენ ვიცით მათი გულმხურვალე პოლიტიკა რუსეთის მიმართ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბედნიერი ხვდებოდა რუს ტურისტებს, მათ შორის ლიაკა ხოშტარია, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება და ყველა ის გაკეთებული განცხადება, მათ შორის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხრიდან, რომელიც ამართლებდა ნაციონალური მოძრაობის კეთილგანწყობილ პოლიტიკას რუსეთის მიმართ“, - აღნიშნა წილოსანმა.