უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
„ქართულ ოცნებაში“ ევროკომისიის პრესსპიკერის შივონ მაკგარის განცხადებას აფასებენ, რომელშიც ის ყულევის პორტის საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს და ირკვევა, რომ მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ არგუმენტების გარეშე ბრალდებების წაყენება ევრობიუროკრატების ხელწერაა.
„სამწუხაროდ, მიგვაჩვიეს უკვე, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია ყველანაირი არგუმენტის გარეშე საუბრობს და ბრალდებებს წარმოთქვამს. ეს მათი ხელწერაა, რომელიც ნამდვილად არ ახასიათებს მათ, როგორც კარგ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს. სწორედ ასეთი ბიუროკრატების დამსახურება ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური შესუსტება იმ ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, რომლებსაც თვალყურს ვადევნებთ“, - მიიჩნევს წილოსანი.
ყულევის პორტის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ისაუბრა. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, მან საქმის დეტალები არ იცის და მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა.