ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1777283842
ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პირდაპირი დარტყმა კანონის უზენაესობაზე და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შეფასებისას.
წილოსანი იმედოვნებს, რომ კომისია გაიაზრებს იმ სერიოზულ მავნებლობას, რომელიც საკუთარი განცხადებით გააკეთეს.
„ჩვენ გვინახავს, რომ უცხოელი დიპლომატები მოსამართლეებს წინ უსხდებოდნენ იმისთვის, რომ ზეწოლა მოეხდინათ სასამართლო პროცესზე, მაგრამ ამ მასშტაბის ზეწოლა არის უკიდურესად უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში. ვფიქრობ, ქართულმა სასამართლო სისტემამ დაადასტურა, რომ ყველაზე პოლიტიზირებულ პროცესებშიც კი სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს, ამაზე სტრასბურგის არაერთი განაჩენი მეტყველებს“, - განაცხადა წილოსანმა.
კრისტიან უიგანდის განცხადებით ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს.