ნინო ფოჩხუა პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: წუხს ამერიკა, განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, რაც საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის მაგალითზეც კარგად ჩანს - შემთხვევით ეს თამაში და "დიფ სთეითის" რებრედინგი ხომ არ არის?

ნინო ფოჩხუა

მძვინვარებს ევროკავშირში უსამართლობა, რომელიც ამჯერად გერმანიაში გააქტიურდა, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარებასთან დაკავშირებით, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთადერთი პარტიაა ქვეყანაში, რომელიც ზრუნავს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე, "დიფ სთეითმა" კი მასშემდეგ, რაც ვერ დაიმორჩილა, ამ პარტიის უსამართლოდ აკრძალვა გადაწყვიტა.

“მძვინვარებს ევროკავშირში უსამართლობა, რომელიც ამჯერად გერმანიაში გააქტიურდა, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარებასთან დაკავშირებით. ისევ "დიფ სთეითი," რომელსაც გაექცა კონტროლი ამ პარტიაზე, როცა ყველა სხვა პარტიას აკონტროლებს, ამ უკანონო ნაბიჯზე წავიდა და მემარჯვენე პარტია ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. "ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთადერთი პარტიაა ქვეყანაში, რომელიც ზრუნავს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე. "დიფ სთეითმა" რომ ვერ დაიმორჩილა, მის უსამართლო აკრძალვაზე წავიდა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადება, რომ "ალტერნატივა გერმანიისთვის" პატრიოტული და პოპულარული პარტიაა, რომელსაც ბიუროკრატები ებრძვიან, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რადგან არც საქართველოსი, არც უნგრეთის შემთხვევაში მსგავსი განცხადებები არ გვახსოვს და გერმანიასთან კი ინარჩუნებს პარტნიორულ ურთიერთობას. წუხს ამერიკა, განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, რაც საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის მაგალითზეც კარგად ჩანს. ამას კი ფარისევლობა ჰქვია. შემთხვევით ეს თამაში და "დიფ სთეითის" რებრედინგი ხომ არ არის?” - წერს ნინო ფოჩხუა.