1740588934
ნიკოლოზ სამხარაძე - თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს

პარტიები არჩევნებისთვის მოემზადონ, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება ყველა პარტიისთვის, რომ საკუთარი რეიტინგი კიდევ ერთხელ გაზომონ.
„ძალიან მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება ყველა პარტიისთვის, რომ საკუთარი რეიტინგი კიდევ ერთხელ გაზომონ. დიახ, არჩევნებისთვის მოემზადონ, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957