საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1785952261
„ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, საქართველოს წინააღმდეგ ნარატივსაც აჰყვნენ, ეს 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დაგვანახეს, როცა საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიებში აჰყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დეპუტატის თქმით, წინა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ რუსეთისთვის ის სტრატეგიული ობიექტები გადაეცა, რომელიც საქართველოს ჰქონდა.
„2008 წლისგან განსხვავებით, ახლა მთელი მსოფლიო რუსეთს აგრესორს ეძახის, „ნაციონალური მოძრაობა“ ფეხის ხმას აჰყვა, ცდილობს, წარსულიდან ის ქმედებები გადაფაროს, როცა 2008 წლის ომის შემდეგ, ლარსის საზღვარზე, რუს ტურისტებს ხელგაშლილები და ღვინის ბოთლებით ხელში ხვდებოდნენ. ალბათ, ის წერილებიც გვახსოვს, სადაც მათ ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას სთხოვდნენ. ამიტომ, მათი ორმაგი სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ მათთვის პირველ ადგილზეა არა სახელმწიფოებრივი ინტერესები, არამედ იმ მომენტში გაბატონებული ნარატივი. ამ ადამიანებს შეუძლიათ, თუ საქართველოს წინააღმდეგ ნარატივი იქნება, ამასაც აჰყვნენ. ეს 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დაგვანახეს, როცა საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიებში აჰყვნენ“, – განაცხადა სამხარაძემ.