ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
ვენაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.
მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში გაიმართება.