ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
საგარეო დახმარება ამა თუ იმ ქვეყნის დასახმარებლად თუ არის გამოყოფილი, სწორედ ამ ქვეყანას უნდა მიემართოს და არ იყოს გადარიცხული მესამე ორგანიზაციისთვის, რომელიც აქედან სარგებელს ნახულობს, ეს ნაბიჯი მისასალმებელია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, სადაც რუბიომ აღნიშნა: „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.
„ამერიკის პოლიტიკის გადააზრება ხდება, რომ ორმხრივ ურთიერთობებში საჭირო არ არის მესამე მხარის ჩართვა. საგარეო დახმარება ამა თუ იმ ქვეყნის დასახმარებლად თუ არის გამოყოფილი, სწორედ ამ ქვეყანას უნდა მიემართოს და არ იყოს გადარიცხული მესამე ორგანიზაციისთვის, რომელიც აქედან სარგებელს ნახულობს. ეს ნაბიჯი კარგი და მისასალმებელია, რადგან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ვნახეთ, რომ დახმარებები ან ბოლომდე არ მივიდა ბენეფიციარამდე ან ისეთი სახით მიდის, რაც ქვეყანას არ აწყობს. რუბიოს განცხადებიდან ჩანს, რომ გადააზრება ხდება იმ გამოცდილების, რომელიც ამერიკას ჰქონდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.