1772649900
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა- იმედია, ეს შეხვედრა მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს
ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრა მათ მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მისცემს.
“ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესებთან მზაობაზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს. გავცვალეთ მოსაზრებები, რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ამ ურთიერთობების აღდგენის საქმეში. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, ირანში მიმდინარე მოვლენებზე. რა გავლენები ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე. ასევე, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ შუა დერეფნის განვითარებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე. და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ჩვენ, იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც ეს შეხვედრა წარიმართა, მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს”- განაცხადა სამხარაძემ.












