"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში.
„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან თბილისში.
განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში, ასევე რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები.
ძალიან ვაფასებ ჩვენს აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და მეგობრობას”, - აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.