მნიშვნელოვანი ინფორმაცია მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1773217379
გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი ითხოვს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს და ამის მოლოდინი აქვს.
„სომხეთში ბევრი ადამიანი კითხულობს, როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია. ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და, უპირველეს ყოვლისა, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები. როდესაც ეს მოხდება, არსებობს ორი გზა: ან ევროკავშირი მიგვიღებს, როგორც სრულუფლებიან წევრს, ან არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის, ევროკავშირის გაფართოება, ახალი წევრის მიღება მარტივი საკითხი არ არის, ეს ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების საკითხია. ევროკავშირი თუ მიიღებს სომხეთს, როგორც სრულუფლებიან წევრს, ეს შესანიშნავი იქნება. ეს ასე თუ არ მოხდება, ჩვენ მაინც მივიღებთ სარგებელს, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა. ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.