ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ტყემალაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რწმუნებულის ადმინისტრაციაში წარუდგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნიკა ტყემალაძემ დავით ვერავას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროექტებზე.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მერებს საკრებულოს თავმჯდომარეებს და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარვუდგინე სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ბატონი დავით ვერავა. იგი ამ დრომდე იკავებდა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას, შესაბამისად მისთვის არ არის ახალი ეს საქმიანობა და დიდი წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ადამიანს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ სიკეთეს მოუტანს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მის წინამორბედს ბატონ გიორგი გუგუჩიას, გაწეული შრომისთვის და წარმატებები მინდა ვუსურვო მას საკანონმდებლო ორგანოში“ - აღნიშნა მედიასთან საუბარში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ტყემალაძემ.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული დიდი ნდობისათვის, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას სწორედ იმ რეგიონიდან, რომელიც ჩემთვის არის მშობლიური. დღესდღეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, რომელი მომავალში უფრო ეფექტურად გაგრძელდება. სამთავრობო პროგრამაში გაწერილია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები, რომელიც ძალიან წაადგება ჩემს ქვეყანას, რეგიონს და ჩვენს ხალხს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას პროექტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
დავით ვერავა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ის მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი იყო, ასევე მუშაობდა სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების რეგიონულ მმართველად, დავით ვერავა 1998 წლის მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს წევრი იყო.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530