რა ახალი დეტალებია ცნობილი ქალზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა
1749198939
ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ოქტომბერზე ადრე ვერ ჩატარდება. ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
კანონის თანახმად, 29 ოქტომბერი არის უახლოესი თარიღი, რა დროსა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება.
ვადამდელი არჩევნების ორგანიზებისთვის ხელისუფლებას, კანონმდებლობის თანახმად, სამ თვე ნახევარი აქვს, შესაბამისად კენჭისყრა ოქტომბერზე ადრე ვერ გაიმართება.
იმისათვის რათა საარჩევნო კამპანია საზაფხულო არდადეგებს, ხოლო ხმების დათვლა საშემოდგომო არდადეგებს არ დაემთხვეს, საარჩევნო კომისიამ არჩევნების ჩატარების თარიღად 29 ოქტომბერი შესთავაზა.
საბოლოო თარიღს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯუდიტ უიტერმარკი გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ეს მიმდინარე კვირის ბოლოს მოხდება.
ცნობისთვის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა მმართველი კოალიციის დაშლის გამო გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.