1691045330
"ნებისმიერი მტკიცება თითქოს საქართველომ კარი გაუღო სხვადასხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას, არის უბრალოდ მტკნარი სიცრუე" - თორნიკე ჭეიშვილი

"ქართული ოცნება" ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონს მიერ გავრცელებულ "ტვიტს" ეხმაურება, სადაც ამერიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველომ თალიბებს ქვეყნის საზღვარი გაუხსნა. მმართველ გუნდში, ამბობენ რომ ეს დეზინფორმაციაა.
"საქართველოში შემოსვლის სამართლებრივი რეჟიმის გაცილებით უფრო მეტად გამკაცრება მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მტკიცება, ნარატივი იმის თაობაზე, თითქოს საქართველომ კარი გაუღო სხვადასხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას, არის უბრალოდ მტკნარი სიცრუე.
ამ ამბავს ტრადიციულად უკვე აჰყვა რადიკალური ოპოზიციის თანამზრახველი ჯო უილსონი. როგორც ჩანს, ბატონ უილსონს მოსწონს ის, რომ ან აბრიყვებენ ან საკუთარ თავს იბრიყვებს. ის არ არის დაინტერესებული, რომ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, თუ მას ამის სურვილი გააჩნია," - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეკულაციას უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ. მათივე განმარტებით ცვლილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.