ჯარიმა 500 ლარია - ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
1761164427
ოპოზიციის ახალი გეგმა - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციას, რომელსაც ქვეყნის შიგნით ყველა სცენარი ჩაუვარდა ტაქტიკა შეაცვლევინეს და ახლა ქვეყნისათვის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად აქტიურ კონსულტაციებს და ამ მიმართულებით თანხების დახარჯვას იწყებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იქცა, რომელსაც გარე ძალები იყენებენ. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საზღვარგარეთ იყოფებოდნენ, თუმცა, ამ ეტაპზე, ისინი საქართველოში არიან.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საქართველოში არიან, ცოტა ხნის წინ, იყვნენ საზღვარგარეთ. როგორ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, ახლაც იგივე პოზიცია გვაქვს ვიზების თაობაზე.
ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი ქართულ საზოგადოებას, 99%-ზე მეტს, ჩვენს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეს, ამ პოზიციით, ვახდენთ კომუნიკაციას ჩვენს დასავლელ მეგობრებთან, მუშაობა მიმდინარეობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.