რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
ოპოზიციასთან დაკავშირებული პირების მიერ, პატრიარქის არჩევნების მადისკრედიტებელი განცხადებების გავრცელებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. ოპოზიციის ქმედებები "ქართულ ოცნებაში" არ აკვირვებთ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეკლესიაზე შეტევა ახალი არ არის.
"ნაციონალური მოძრაობის დაარსების დღიდან, ეს ახალი არ არის, რომ ზოგადად საპატრიარქოზე, ეკლესიაზე, ყველაფერ წმინდაზე ხდება შეტევა და დისკრედიტაცია. ჩვენ გვახსოვს მათი დარბეული ტაძრები და არა ერთი შეტევა ეკლესიაზე და არა ერთი მომზადებული სიუჟეტი. მათი სასურველი კანდიდატი ვერ წინაურდება და ვერ ხდება პატრიარქი და შესაბამისად, ახლა ყველაფერს და ყველას შეუტევენ აბსოლუტურად, ვინც მათთვის არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, არაფერი არ არის გასაკვირი ამ ბინძური ხალხისგან, თუ ასეთ ტალახს ესვრის ეკლესიას", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
ერთ-ერთ ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო.