ნაციონალური მოძრაობა არ იყიდება - გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე

დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის კიდევ უფრო მწვავდება. მოსყიდულები, ბინძური ტყუილები, მითვისებული მილიონები და გაძარცვული ტელევიზიები, - "ნაციონალურ მოძრაობასა" და კოალიცია "ცვლილებების" წევრებს შორის ერთმანეთის მისამართით ღია ბრალდებები ისმის.

"40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება," - დაწერა გვარამიამ. პასუხად ანა წითლიძემ "ახალის" ლიდერს წარსული შეახსენა.

 

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყიდება.

"ნაციონალური მოძრაობა არ იყიდება. უნდა გავასწოროთ ფოკუსი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმად. არ ემსახურება საერთო ეროვნულ გამარჯვებას," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

"ადამიანი, რომელმაც ჯერ რუსთავი 2, მერე მთავარი არხი და შემდეგ ნაციონალური მოძრაობა გაძარცვა," - წერს წითლიძე სოციალურ ქსელში. მიხეილ სააკაშვილი კი დამარცხების რეპეტიციაზე საუბრობს, გვარამიას ეგრეთწოდებულ ოპოზიციას უწოდებს და ამბობს, რომ მასთან ერთად ბრძოლაში შესვლა საშიშია.