უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს შეხვდა.
თინა ბოკუჩავას თქმით, მარტა კოსს ესაუბრა საქართველოზე და სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე.
„დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოწვეული იყო გაფართოების კომისარი მარტა კოსი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ საქართველო იქნება მისი პრიორიტეტი და მისი მანდატის ფარგლებში არის რეალური შანსი ევროკავშირის გაფართოების, თუმცა ახლა ივანიშვილის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველო ამ შესაძლებლობას კარგავს. მეტიც, საქართველო კარგავს მილიონობით ევროს დაფინანსებას, რომლის მიმართვა მოხდება დამოუკიდებელ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი. მარტა კოსს დეტალურად ვესაუბრე საქართველოზე, სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე, ინდივიდუალური სანქციების, ივანიშვილის, მისი გარემოცვის, მათ შორის მასთან შეზრდილი ბიზნესმენების წინააღმდეგ, რათა ვაიძულოთ, დატოვოს ხელისუფლება, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული ევროპული განვითარების გზას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.