ნაცების პარტიების ოთხეულს, დავალების შესაბამისად, სიტყვა „რუსულის“ შემდეგ ლექსიკონში სიტყვა „შეშინებული“ ჩაუმატებია და იმეორებენ თუთიყუშებივით - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მამუკა მდინარაძე წერს, რომ ნაცების პარტიების ოთხეულს, დავალების შესაბამისად, სიტყვა „რუსულის“ შემდეგ ლექსიკონში სიტყვა „შეშინებული“ ჩაუმატებია და იმეორებენ თუთიყუშებივით.

„ნაცების პარტიების ოთხეულს, დავალების შესაბამისად, სიტყვა „რუსულის“ შემდეგ ლექსიკონში სიტყვა „შეშინებული“ ჩაუმატებია და იმეორებენ თუთიყუშებივით.

პარალელურად თავისუფლებაზე ლაპარაკობენ ხოლმე, პათოსით და თავგამოდებით“, - წერს ფეისბუქზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი.