„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
თეთრიწყაროს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის განცხადებით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე სამოქალაქო აქტივისტია და მოსამართლეს საქმეზე თვითაცილება უნდა გაეკეთებინა.
ასევე, განმარტავენ, რომ საქმე პოლიტიკურია და ოპოზიცია ეცდება ფაქტი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.
"ნაცაქტივს" დიდი ზეიმი აქვს წარმოდგენილი და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც წესით და რიგით ალბათ თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, თუ ვიმსჯელებთ მისი მეუღლე რა პოსტებით არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელში და ზოგადად როგორი აქტივისტური საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ ეს ყველაფერი რომ იქით გავწიოთ, გადაწყვეტილება ცალსახად არის ყველანაირ იურიდიულ ლოგიკას მოკლებული და მხოლოდ სწორება აქვს იმ აგენტურულ და "ნაცურ" ნარატივზე, რომელზეც ასე ხშირად გვესმის უკვე 2 თვის განმავლობაში.
ექნებათ მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის გადატრიალების მცდელობისთვის გამოიყენონ, რა თქმა უნდა არ გამოუვათ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიცავს თავის ღირსებას და აუცილებად ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით და სააპელაციო სასამართლოში სამართლიანობა იზეიმებს. გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი და კანონიერი, რომ საია-ს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.
როგორც სოციალური ქსელებით გახდა ცნობილი, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე პოლიტიკურად აქტიურია და ის საკუთარ გვერდზე ხელისუფლებისსაწინააღმდეგო ვიდეომიმართვებს და ოპოზიციის მხარდამჭერ პოსტებს ხშირად აზიარებს.