NATO-ს ჰააგის სამიტის კომუნიკეში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხი ნახსენები არ არის

NATO-ს ჰააგის სამიტი

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართული ნატოს სამიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ არაფერი წერია.

დეკლარაციაში, რომელიც, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სხვა კომუნიკეებთან შედარებით მოცულობით, ყველაზე პატარაა, წერია, რომ ალიანსი უკრაინას მხარდაჭერას კვლავ უცხადებს.

„მოკავშირეები ადასტურებენ მათ უცვლელ სუვერენულ ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, რომლის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, და ამ მიზნით უკრაინის თავდაცვასა და სამხედრო მრეწველობაში პირდაპირ შენატანებს განახორციელებენ მათი თავდაცვის ხარჯების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.