ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
"ნატო, დღესდღეობით, ეს არის უალტერნატივო არჩევანი მსოფლიოში უსაფრთხოების მიმართულებით", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი საუბრობს.
მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს ძალიან სჭირდება სტაბილური უსაფრთხოების გარანტიები.
"ჩვენს ქვეყანას არსებულ ვითარებაში და არსებული გლობალური პოლიტიკის მოცემულობაში, ძალიან სჭირდება სტრატეგიულად გათვლილი და ასევე, სტაბილური უსაფრთხოების გარანტიები. ნატო, დღესდღეობით, ეს არის უალტერნატივო არჩევანი მსოფლიოში, უსაფრთხოების მიმართულებით," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.