მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა პოლონეთის ცენტრალური ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მარტა ქაითლის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პოლონური მხარის მნიშვნელოვან მხარდაჭერას SEPA-ში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე და მარტა ქაითლის ამ პროცესის ხელშეწყობის თხოვნით მიმართა.
საუბარი შეეხო გასულ წლებში პოლონური მხარის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების გაძლიერების კუთხით.
ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და საფინანსო სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და პროცესების დაჩქარების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის მუშაობის დაწყებაზე.
ნათია თურნავასა და მარტა ქაითლის შორის შეხვედრა პოლონეთის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.