ნატალი ლუაზო: არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას

ნატალი ლუაზო

არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი „პრემიერ-მინისტრი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და მას გისოსებს მიღმა წარმოიდგენს. არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, – წერს ლუაზო.