ნანა კაკაბაძე: თუ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს ერთადერთი ძალის დამსახურებაა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები

ნანა კაკაბაძე

თარიღებს ჩამოკიდებენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არაფერმა იმუშავა, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

როგორც მან აღნიშნა, თუ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების დამსახურება.

„ჩვენ თუ იმაში ვთანხმდებით, რომ ეს ძალა არჩევნებით ვერ იმარჯვებს და თუ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს ერთადერთი ძალის დამსახურებაა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები.

შეიძლება ხალხს ბევრი პრობლემა აქვს, „ქართულ ოცნებასთან“ ბევრი პრეტენზია აქვს, მაგრამ როდესაც სასწორზე იდება ეს ორი ძალა, 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი იმდენად გადაწონის, აქეთ რა დევს იმის მნიშვნელობას ხალხი აღარ იაზრებს. რადგან იციან, რომ ამაზე უარესი არაფერი აღარ შეიძლება დაგვემართოს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ოპოზიცია 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

✕