ნანა კაკაბაძე რადიკალებზე: ბავშვებისთვის მაინც მიეცათ სიხარულის უფლება - ბავშვებიც არ დაინდვეს

ნანა კაკაბაძე

დღეს იყო ბავშვების დღე, დღეს ბავშვებს უნდა მიეღოთ სიხარული და ბავშვებიც კი არ დაინდვეს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძე. პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ახალი წლის ნაძვის ხის ანთება საქართველოში ტრადიციად იქცა და ბავშვებისთვის ეს არის საზეიმო დღე. დღეს ვხედავდი, რომ სადღაც დგას ადამიანების ჯგუფი, რომელიც იმასაც ვერ უწევს ანგარიშს, რომ ბავშვებისთვის ამ ერთ დღეს მაინც თავი შეიკავოს იმ ბოროტებისგან, რასაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებენ, ბავშვებისთვის მაინც მიეცათ იმ სიხარულის უფლება, რომელიც მათი ატეხილი აურზაურის გამო ქვეყანაში ბავშვები კი არა, ყველა შეწუხებულია“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.