ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაჩერდეს აგრესია - ირაკლი ჩიქოვანი

ჩიქოვანი

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს,რომ  ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა მიზანმიმართული უნდა იყოს აგრესიის შეჩერებისკენ და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებზე საუბრისას უნდა განვიხილოთ თუ რა შედეგს მოუტანდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოს.

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს,რომ  ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა მიზანმიმართული უნდა იყოს აგრესიის შეჩერებისკენ და უკრაინის  სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ.  რომელ სანქციებზეც არის საუბარი უნდა წარმოვიდგინოთ თუ რა შედეგი ექნება ამ ყველაფერს  და რა შედეგს დააყენებს ეს ყველაფერი საქართველოსთვის. მთავრობის გადაწყვეტილებები მხოლოდ ამას ეფუძნება, რა შედეგი დადგება საქართველოს მოქალაქეებისათვის. ყურადღებით ვადევნებთ თვალს და გვაქვს კომუნიკაცია საერთშორისო პარტნიორებთან, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაჩერდეს აგრესია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა „ღამის კურიერთან“ საუბრის დროს.