მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და, ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება - ზურაბ რურუა

ზუკა რურუა

 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მოსამართლეთა პლენუმმა დღეს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ოპოზიციის რიგით მე-11 და გახარიას პარტიის მე-4 შუამდგომლობაზე. საუბარია, მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვაზე - სხვა თემებთან ერთად, ეს ეხება 4 ოქტომბრის ძალადობრივ შტურმს, 20 ივნისის მოვლენებსა და სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს განთავსებას.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ რურუას განცხადებით, მათი სარჩელი სასამართლოში მყარი არგუმენტებითაა წარდგენილი, შესაბამისად, მმართველ გუნდს სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი აქვს.

"ჩვენი სარჩელის საფუძველი იყო, კონსტიტუციის 23-ე მუხლი, რომელიც ირღვეოდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ამდენი წლის განმავლობაში. სწორედ ეს გახდა საფუძველი და არგუმენტი, რაც წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მრავალი წლის განმავლობაში გვესმოდა ხელისუფლების დამხობის, არეულობისკენ და დესტაბილიზაციისკენ მოწოდებები.

ვფიქრობთ, მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და, ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება", - განაცხად ზურაბ რურუამ.

✕