მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს გმირ პოლიციელებს! მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს დაიცვან პოლიციის ღირსება და სასწრაფოდ მისცენ პასუხისგებაში ადამიანი, რომელმაც ხელი გაარტყა სახელმწიფოს! - ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი აქციის მონაწილის მიერ პოლიციელისთვის სახეში ხელის გარტყმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა.

მანვე მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა გმირ პოლიციელებს და მოუწოდა შესაბამის სტრუქტურებს დაიცვან პოლიციის ღირსება და სასწრაფოდ მისცენ პასუხისგებაში ადამიანი, რომელმაც ხელი გაარტყა სახელმწიფოს.

„სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა! მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს გმირ პოლიციელებს!!! ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ქვეყანასა და ხალხს!!! მათ ურთულეს პროფესიას კი, ის ემატება, რომ უკვე წლებია უწევთ წარმოუდგენელი შეურაცხყოფის, ცილისწამების და ხშირად ფიზიკური თავდასხმის მოთმენა უკანასკნელი ნაძირალებისგან, მკვლელებისგან, მწამებლებისგან, მოღალატეებისგან…როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მე ვუხდი ბოდიშს თითოეულ მათგანს! მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს დაიცვან პოლიციის ღირსება და სასწრაფოდ მისცენ პასუხისგებაში ადამიანი, რომელმაც ხელი გაარტყა სახელმწიფოს!!!“, - წერს ვატო შაქარიშვილი.