გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1756672202
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ მან თვითონ დატოვა აღნიშნული თანამდებობა.
როგორც პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელ მთავრობამ წარადგინა მამუკა მდინარაძე - ადამიანი რომელიც პროფესიული ცოდნით და კვალიფიკაციით, ისე პოლიტიკური ალღოთი შეძლებს ამ ტვირთის აწევას.
"ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბატონმა ანრი ოხანაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. მან ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთა განცხადება და განმარტა კიდევაც და ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება მისი განცხადება და განმარტებები კიდევ ერთხელ განვმარტო. შესაბამისად, წარმოშობილი ვაკანსიის პირობებში, მნიშვნელოვანი იყო შერჩეულიყო ისეთი ადამიანი, რომელიც იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას, რეგიონს, მსოფლიოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს, ამ ფუნქციას საუკეთესოდ შეასრულებდა და იცით, რომ მთავრობა წარმოადგენს ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. რა თქმა უნდა, ის დიდი დანაკლისი იქნება პარლამენტისთვის და უმრავლესობისთვის. ყველამ - მტერმაც და მოყვარემაც იცის, თუ რა ფასი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, მისი მნიშვნელობა საპარლამენტო უმრავლესობისათვის, საპარლამენტო საქმიანობისთვის, ის ცოდნა-გამოცდილება, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის, რომელიც მას აქვს, როგორც გუნდისთვის, ისე პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას და რეგიონს აქვს, უსაფრთხოების მიმართულებით, საჭირო იყო, რომ აქ იყოს ადამიანი, რომელიც პროფესიული ცოდნით და კვალიფიკაციით, ისე პოლიტიკური ალღოთი, შეძლებდა ამ ტვირთის აწევას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.