მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, თუ როგორ კოლექტიურად არიან დაკავებულები დესტრუქციით, არეულობის დაანონსებით - ირაკლი კირცხალია რადიკალურ ოპოზიციაზე

ირაკლი კირცხალია

მთელი ქვეყანა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში, თუ როგორ კოლექტიურად, ლობისტებთან ერთად არიან დაკავებულები დესტრუქციით, არეულობის დაანონსებით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ წინასაარჩევნოდ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზე საუბრისას.

„მაკკეინის ინსტიტუტიდან სცენარი გამოაგზავნეს, რასაც ნახეთ შემდგომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გვარამია როგორ გამოეხმაურა. ამ სცენარში მათი სურვილებია გაწერილი 26 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ დამერწმუნეთ ეს სურვილები დარჩება მათ ბინძურ სურვილებად“, - აღნიშნა კირცხალიამ.