„შემთხვევით ბუხარში ბენზინი შეასხა...“ - ამბროლაურში არასრულწლოვანს გლოვობენ
1770061926
ჩვენ არ გაგვიგია, რომ "ქართული ოცნება" ებრძოდა რუსულ ფულს, პირობითად... რუსეთიც ხომ გარეშე ქვეყანაა, ირანიც, ჩინეთიც, არაბეთიც - ამ ხალხის ფულების შესახებ ინფორმაცია ხომ არ გაგვიგია, - ამის შესახებ, პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.
"მთელი ეს კანონი, მართლა იმ ფულზეა საუბარი, რომელიც ისედაც საჯარო იყო, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული მიზნები გააჩნია და მოდის, როგორც წესი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, ვისთანაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სტრატეგიული თანამშრომლობიდან დაწყებული, ევროინტეგრაციის პროცესში თანადგომით დამთავრებული, ერთად ვიყავით. მაგრამ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს კანონი მიიღეს და არც მანამდე, ჩვენ არ გაგვიგია, რომ "ქართული ოცნება" ებრძოდა რუსულ ფულს, პირობითად. რუსეთიც ხომ გარეშე ქვეყანაა, ირანიც, ჩინეთიც, არაბეთიც - ამ ხალხის ფულების შესახებ ინფორმაცია ხომ არ გაგვიგია, რა, რუსები ჩვენთან ფულს არ აგზავნიან? არ აფინანსებენ ჩვენთან თავიანთ პროქსი ჯგუფებს, ან თავიანთი ინტერესები არ გააჩნიათ?
პირობითად, "ქართულმა ოცნებამ" შეარჩია ის ქვეყნები, რომლებიც ყველაფერს საჯაროდ აკეთებენ, რომლებიც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები იყვნენ, რიტორიკის დონეზე, მაგალითად "რუსული ფული ჩვენ ამით დავბლოკეთ" - ეს ხომ არ გაგვიგია? და უნდა დავიჯეროთ, რომ რუსები არაფერს აკეთებენ და მარტო ის ქვეყნები დგამენ ჩვენ წინააღმდეგ ნაბიჯებს, რომლებთანაც აქამდე ვპარტნიორობდით? - მე მაგის არ მჯერა,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.