მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრასა და ამ შეხვედრაზე, ევროპული ქვეყნებიდან კრიტიკულ გამოხმაურებას, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. საუბარია პაველ ჰერჩინსკის და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე, რასაც სირცხვილად აფასებენ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", ლევან სამუშია ამბობს, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო შეჯერებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში არიან ხელისუფლების მიმტაცებლები.
"შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არავის მიულოცავს და უღიარებია არჩევნები, აქედან გამომდინარე, მთელი დემოკრატიული სამყარო შეჯერებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში არიან ხელისუფლების მიმტაცებლები. დანარჩენთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია, ევროსაბჭოს პოზიციაც და ზოგადად, ყველაფერი, ცნობილია და ბუნებრივია, ევროკავშირის ელჩი წარმოადგენს ევროკავშირს, რომლის პოზიციაც არის, რომ ამ ქვეყანაში კანონი და სამართალი არ არსებობს", - აცხადებს ლევან სამუშია.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
"მე ვარ თეონა აქუბარდია, არ ვარ სხვა პიროვნება. მე არ ვარ პასუხისმგებელი სხვა ადამიანების შეფასებაზე," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
ევროკავშირის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ. ფაქტს სირცხვილად აფასებენ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.
პაველ ჰერჩინსკის და მაკა ბოჭორიშვილის ხელის ჩამორთმევას, საქართველოს მთავრობისთვის სამაშველო რგოლს უწოდებს ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი.
"ერთ დღეს დაგმეს მოპარული არჩევნები საქართველოში, მეორე დღეს ჩამოართვეს ხელი რეჟიმს", - წერს ევროდეპუტატი სოციალურ ქსელში.