მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, ასევე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ვახტანგ გომელაური, დეპუტატებს უწყებაში უკვე განხორციელებული ღონისძიებების, რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

დღესვე დეპუტატების წინაშე აღნიშნული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მოხსენებით წარდგებიან, იუსტიციის, თავდაცვის, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატები.