გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივ წარმომადგენელ დაგლას უებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის(UN Women) წარმომადგენელ კაორი იშიკავას შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს სააგენტოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საუბარი ასევე შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე – 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობისა და გაეროს სააგენტოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.
საუბრისას განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მიღწევებს საჯარო ინსტიტუტების გაძლიერების, ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისა და კარგი მმართველობის კუთხით.