1759569555
მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას მთლიანად აქვს გადაწურული გამარჯვების იმედი, მათი ამომრჩეველი არის დემოტივირებული - ირაკლი კობახიძე

ცესკო-ს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი, 60 %-ს სცილდება ამ კონკრეტული ინსტიტუტის მიმართ ნდობა და ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევანი დააფიქსირა.
მისივე თქმით, მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას გადაწურული აქვს გამარჯვების იმედი და მათი ამომრჩეველი არის დემოტივირებული, თუმცა ამ ფონზე აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალია.
„მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა დღევანდელ არჩევნებში. იმ ფონზე, რომ ოპოზიციას აქვს საერთოდ დაკარგული გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, აქტივობა არის შედარებით დაბალი. ზოგადადაც, თქვენ იცით, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ახასიათებს შედარებით დაბალი აქტივობა და იმ ფონზე, რომ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს არჩევნებში გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, მათი ამომრჩეველი არის დემოტივირებული. თუმცა ამ ფონზე აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალია. 10:00-საათიანი ციფრები გამოცხადდება, 12:00-საათიანი ციფრები გამოცხადდება და ნახავთ, საბოლოო ჯამში, როგორია საერთო სურათი.
მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას მთლიანად აქვს გადაწურული გამარჯვების იმედი. 3 წელიწადში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტოო არჩევნები, 2028 წლის 28 ოქტომბერს, ყველა ნახავთ, რომ აქტივობა იქნება მაღალი. ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ცესკო-ს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი. 60 %-ს სცილდება ამ კონკრეტული ინსტიტუტის მიმართ ნდობაც და ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ. 2012 წლამდე, გახსოვთ, რომ სისტემურად და სისტემატურად ყალბდებოდა არჩევნები და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
1759566920