ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც სხდომაზე აუცილებლად დაისმება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბადრი ჯაფარიძის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, ისე დღესაც, ვინაიდან დაკავებულები არიან ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით.
„სინამდვილეში, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი. თქვენ იცით, რომ ისინი საკმაოდ მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა არამარტო მაშინ, დღესაც ხედავთ, რომ ისინი მთლიანად არიან დაკავებულები ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით,“- განაცხადა პრემიერმა.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479