გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება - რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე
1748975142
მიმდინარე წელს ქვეყანამ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შეინარჩუნოს. ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს მართლაც შეგვიმცირდა სიღარიბე. მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, არის სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და ქვეყნის გამთლიანება“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, დანარჩენი ამოცანები, რომლებიც მთავრობას აქვს, სწორედ ამ ორი დიდი მიზნის შესრულებისკენაა მიმართული.
„ვფიქრობთ, ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები დადასტურდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. იცით რომ, ჩვენ მისიასთან გვქონდა მჭიდრო მუშაობა ბოლო კვირის განმავლობაში და ალბათ მათ ამ სამუშაო მისიის ფარგლებში შეაფასეს როგორც დღევანდელი სტატუსი, ასევე პროგნოზები. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ეს დადასტურებულია ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკაა ერთ-ერთი მთავარი ამოცანის, სიღარიბის დაძლევის კუთხით. დავითაშვილის თქმით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 2024 წლის მონაცემების შედეგად ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა გახდა.
„ის ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ 2028 წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. მნიშვნელოვანია ე.წ. ჯინის ინდექსი, რომელიც ქონების გადანაწილებას, საზოგადოებაში შექმნილი დოვლათის გადანაწილებას ასახავს. აქაც გაუმჯობესება გვაქვს და ეს ინდექსიც მცირდება, მცირედით, მაგრამ, აქაც გვაქვს ზრდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ასევე იმატებს ჩვენი ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის ხარისხი“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.