„სასწრაფოდ გადააზიარეთ...“ - ბათუმში, 4 წლის ბიჭი მშობლებს ეძებს
1746212437
მსოფლიო ბანკის ანგარიში არის ცივი შხაპი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც ცდილობენ, დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველო წარუმატებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს მსოფლიო ბანკის ანგარიშზე, რომ სიღარიბისა და თანასწორობის კუთხით, საქართველოს პოლიტიკა სიღარიბის აღმოფხვრაზე დადებითადაა შეფასებული, რასაც განაპირობებს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ძლიერი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა თითოეულ მოქალაქეს ხმარდებოდეს.
„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სიახლე. ფაქტებით, მტკიცებულებებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რეალურად დღეს საქართველოს აქვს არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ეს ეკონომიკური ზრდა რეალურად იქნა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის სამსახურში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა თითოეულ მოქალაქეს ხმარდებოდეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს დადებითი დინამიკა ერთმნიშვნელოვნად დადების შეფასებას საჭიროებს.
ვიღაცისთვის საბედნიეროდ, იმავდროულად, ვიღაცისთვის სამწუხაროდ, ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებისთვის, ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველო წარუმატებელია პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. ყველა კარგად ხედავს, ფაქტები და მტკიცებულებები მეტყველებენ, რომ საქართველო აღმავლობის გზას ადგას. ეს გამოიხატება არა მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, არამედ ამ ეკონომიკური მაჩვენებლების სამართლიანად გადანაწილების ნაწილშიც. ამაზე არაერთი ინდექსი და არაერთი მტკიცებულება მეტყველებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.