მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
"ძვირფასო მოქალაქეებო, ყველას მოგიწოდებთ, წახვიდეთ არჩევნებზე. ჩვენი ძვირფასი სახლი - მოლდოვა საფრთხეშია. მისი გადარჩენა დღეს არჩევნებზე მისვლითაა შესაძლებელი, ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მან მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს თქვენი ხმა და არა ნაყიდი ხმები. მოდით, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ მოლდოვა არის არამხოლოდ პატარა ქვეყანა დიდი გულით, არამედ ღირსეული ადამიანების ქვეყანა, ადამიანების, რომლებიც არ ყიდიან საკუთარ ქვეყანას არც 400 ლეისთვის, არც 400 ევროსთვის. მოდით, არ მივცეთ ქურდებსა და გამყიდველებს ჩვენი მომავლის გაყიდვის საშუალება. წინ მივდივართ მშვიდობით, ჩვენი ევროპული მომავლისკენ," - აღნიშნა სანდუმ.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.