ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731182713
რისკები ყველანაირი შეიძლება არსებობდეს ყველა სახელმწიფოში. ამ რისკებს სჭირდება გადაზღვევა, გაძლიერება, გუნდს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია სჭირდება და ამ როლს შეასრულებს ბატონი ბიძინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კორუფციის რისკებს ეხებოდა.
„მან ადამიანურ ფაქტორებზე, გარემოებებზე გააკეთა აქცენტი და ამ მიზნით თქვა, რომ აუცილებელია კიდევ ურო მეტი კონსოლიდაცია და რისკების დაზღვევა. ის კი არ თქვა, რომ დღეს რამე ხდება ამ მხრივ, არამედ შესაძლოა რამე მოხდეს, ამიტომ აუცილებელია კიდევ უფრო გამყარდეს სიტუაცია ქვეყანაში. დღეს ჩვენს ხალხს კიდევ უფრო მეტი სტაბილურობა, პროგნოზირებადი, სტაბილური მომავალი სჭირდება, ისე როგორ მანამდე იყო ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრის გარანტი, მშვიდობის, სტაბილურობის და უკეთესი მომავლის. ამ როლს და მისიას პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციიდან კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს“, - განაცხადა პრემიერმა.