მოწოდება, რომ აუცილებელია სააკაშვილის უცხოეთში წაყვანა, ამ მოთხოვნის ნამდვილ არსს ააშკარავებს - მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის მოწოდება, რომ აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში წაყვანა, მოთხოვნის ნამდვილ არსს ააშკარავებს.  

„აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ცხადად დაინახოს რეალურად არსებული ვითარება და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია მიიღოს. ობიექტურადაც უნდა დადგინდეს ყველა გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ვისმენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ აბსოლუტურად რელევანტური შეთავაზება გაუკეთა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩატარებულიყო გამოკვლევები. კვლავ იმისკენ მოწოდება, რომ აუცილებელია უცხოეთში წაყვანა, ააშკარავებს ამ მოთხოვნის ნამდვილ არსს“, - აცხადებს სარჯველაძე.