მომღერალი გელა დონაძე: ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და თავისი პოზიცია დააფიქსიროს - პასიურობა არ შეიძლება

გელა დონაძე

ქედაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში, სხვა მომღერლებთან ერთად მომღერალი გელა დონაძეც მონაწილეობს.

„ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურით, ჩვენი სიმღერით. ჩვენი მრავალხმიანობით, ჩვენი ცეკვით გვინდა ვიყოთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ეს პერიოდია სწორედ ის პერიოდი, როდესაც პასიურობა არ შეიძლება“, - განაცხადა მომღერალმა გელა დონაძემ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. ქედას გარდა, ამ წუთებში მხარდამჭერი ღონისძიებები ასპინძასა და ახალქალაქში მიმდინარეობს.