მომავალში მისი ვოიაჟები, კონსტიტუციის დარღვევის თემასთან დაკავშირებით, ყურადღების საგანი იქნება - გიორგი ვოლსკი პრეზიდენტზე

გიორგი ვოლსკი

მომავალში მისი ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევის თემასთან დაკავშირებით ყურადღების საგანი იქნება, - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს.

გიორგი ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს მოქმედებებისთვის, იმპიჩმენტი, ყველაზე მცირე რამ არის, რაც მან შეიძლება მიიღოს.

"ამ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ სახელმწიფოს, მსოფლიოს, თუნდაც იმ ევროპულ ქვეყნებს, ევროპარლამენტს, რომელმაც ის რეზოლუცია მიიღო, რომ სააკაშვილი არის ნახევრად ანგელოზი და უნდა განთავისუფლდეს, მათ უნდა დავანახოთ, რომ აქ სახელმწიფო არსებობს, რომელიც ამას აფასებს ადეკვატურად, სამართლებრივი თვალსაზრისით და ვინც სალომე ზურაბიშვილი აირჩია ჩვენი დახმარებით და ალბათ ამ თემაზე კიდევ გვექნება საუბარი, რომ ეს ხალხი შეურაცხყოფილია ამ დამოკიდებულებით ხალხის მიმართ, ამ საერთაშორისო დონეზე, არ ვიცი, რა დავარქვა უკმეხი, უტიფარი დარღვევა საკონსტიტუციო მოთხოვნებისა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, თუ უნდათ "ქართული ოცნების" დროშას დაწვავენ, ნებისმიერი მოქმედება დაშვებულია იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მმართველობა. ამას სწორედ ეს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

ჩვენ ვუშვებთ, რომ მათ შეიძლება არ იციან კონსტიტუციის ეს მუხლი, სადაც კონკრეტულად წერია, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის პრეზიდენტის რანგში, მართალია კონსტიტუციის დარღვევაში სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება ერთხელ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, ამ რანგში დადის და კონსტიტუციას არღვევს. მათთვისაც ალბათ შემდგომ უნდა იყოს საყურადღებოდ თუ არ უნდათ, რომ მთელ ამ საზოგადოებას, 25% კი ჰგონია ბეჟაშვილს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ასე არ არის, ბევრია ძალიან მხარდამჭერი "ქართული ოცნების" ხელისუფლების. ზოგი ნაწყენია, ზოგს რაღაც მეტი უნდა, ზოგი გადარჩენის საშუალებას ხედავს აქ. ამ ხალხს პასუხი უნდა გაეცეს, რომ ჩვენ არ ვართ ის ჯაბანნი, თუნდაც სამართლებრივ ნაწილში, რომ არ მივცეთ შესაბამისი შეფასება.

მომავალში მისი ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევის თემასთან დაკავშირებით ყურადღების საგანი იქნება. ვალდებულება გვაქვს ეგეთი - ეს ერთი და მეორე - ყველამ კარგად იცის, რომ სიმბოლურია, ისედაც მალე უწევს პრეზიდენტის ვადის დამთავრება, მაგრამ თუნდაც ერთი თვით ადრე იყოს, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ იმპიჩმენტი არის ძალიან მცირე, რაც მას ამ მოქმედებებისთვის, საქართველოს წინააღმდეგ ამ შეთქმულთა გუნდის ლიდერი უნდა რომ გახდეს, აქაც სერიოზული პრობლემები აქვს როგორც ჩანს, ადეკვატური და რელევანტური იქნება სწორედ იმპიჩმენტი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.