„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
მე შევისწავლე ქართული არქიტექტურა, ძალიან საინტერესო ნარევია, ძალიან მომწონს, - ამის შესახებ Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალაბარმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მოჰამედ ალაბარმა ქართულ არქიტექტურაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის განსაკუთრებულია.
„როდესაც თბილისში თქვენი ულამაზესი გარემო ვიხილე, ჩემს თავს ვუთხარი - წარმოიდგინე, აქ რა ცხოვრება შეიძლება ჩქეფდეს. ვგულისხმობ არა შენობებს, არამედ ადამიანების ყოფას, ბავშვების ცხოვრებას, პარკებს, სათამაშო მოედნებს, კაფეებს, ვგულისხმობ ცხოვრებას, რომელიც შეიძლება შევქმნათ. შემდეგ კი ვეწვიეთ ბათუმს. ეს საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტი იყო. მინდოდა, ზღვის სანაპირო მენახა, ფეხით მოვიარე ყველაფერი. ვნახე, თუ რა მაღალი ხარისხის წყალი, მაღალი ხარისხის სანაპირო გაქვთ, მაშინვე ვიგრძენი, რომ ამ ადგილზე განსაკუთრებული რამ ხდებოდა. თქვენი ქვეყნის შესახებ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა თქვენმა სტუმართმოყვარეობამ. თქვენ, ქართველებს ძალიან კარგი გემოვნება გაქვთ, ეს გეტყობათ გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ეს ეტყობა თქვენს საკვებს, თქვენი ქალაქების არქიტექტურას, გნებავთ ახალს, გნებავთ ძველს. მე შევისწავლე ქართული არქიტექტურა, ძალიან საინტერესო ნარევია, ძალიან მომწონს. ეს განსაკუთრებულია“, - განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.მისწერეთ Teka Bitadze