მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა შემცირებულია, ასევე არის ე.წ. შაბლონური საჩივრები, სადაც არათუ სიტყვები, წერტილ-მძიმეც კი არ არის შეცვლილი, რაც მიანიშნებს საჩივრების აბსურდულობა/ხელოვნურობაზე და საჩივართა ავტორების არასანდოობაზე - დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე

ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგზე, საჩივრებთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაჟღერდა, სადაც დეტალურად იყო მოცემული საჩივრების არსი, რაოდენობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით  ზოგადად საჩივრების რაოდენობა შემცირებულია, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ასევე გვხვდება ერთგვაროვანი, შაბლონური საჩივრები, სადაც წერტილ-მძიმეც კი ერთნაირადაა დასმული რაც, ერთი მხრივ, საჩივრების აბსურდულობასა და ხელოვნურობაზე, მეორე მხრივ კი საჩივართა ავტორების არასანდოობაზე მიუთითებს.

"ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგზე, საჩივრებთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაჟღერდა, სადაც დეტალურად იყო მოცემული საჩივრების არსი, რაოდენობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით  ზოგადად საჩივრების რაოდენობა შემცირებულია,  ასევე არის ე.წ. ერთგვაროვანი შაბლონური საჩივრები, სადაც არათუ სიტყვები,  წერტილ მძიმეც კი არ არის შეცვლი, რაც ორ რამეზე მიანიშნებს, ერთი საჩივრების აბსურდულობა/ხელოვნურობა მეორე კი საჩივართა ავტორების არასანდოობას. 
აქვე ერთი საინტერესო ფაქტი, არჩევნების დღეს  ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ მხოლოდ 7 საჩივარი დაიწერა, ეს ციფრი არც შემდგომ დღეებში შეცვლილა, მაგრამ 30 ოქტომბერს საია-მ 2000-ზე მეტი საჩივარი დაწერა (ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ) რის საფუძველზეც ისინი ყველა იმ უბნის ბათილობას ითხოვენ სადაც ელექტრონული არჩევნები ჩატარდა. საინტერესოა თუ  ხმის ფარულობის მასობრივად ირღვეოდა, რატომ არ მოხდა არჩევნების დღეს საჩივრების დაწერა? რატომ ვერავინ შენიშნა აღნიშნული ფაქტი? მათ შორის ვერც საერთაშორისო დამკვირვებლებმა?

რამდენიმე დღის უკან ცესკო ასევე გაავრცელა სტატისტიკა სადაც ჩანს, რომ უბნების  უმრავლესობაში,  ოქმზე კომისიის წევრთა ხელმოწერა 17-16-15 არის, განსხვავებული აზრი კი მხოლოდ 9 შემთხვევაში არის გამოთქმული, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ არჩევნების დღემ დარღვევების და კანონის შესაბამისად ჩაიარა", - წერს დავით ჩიხელიძე.