მნიშვნელოვანი ინიციატივა დაიწყო "ქალთა და ბავშვთა" კომისიამ - ეს არის "გმირის დღე" - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი

,,გმირის დღე" - ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. ღონისძიების ფარგლებში, მთხრობელმაისტორიკოსებმა ახალგაზრდებს რეგიონში მოღვაწე გმირების ისტორიები და ღვაწლი გააცნეს.

აქცენტი გაკეთდა ლუკა ასათიანზე, რომელიც ბათუმის პირველი მერი იყო. პრეზენტაციაზე წარადგინეს მისი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალაც.

პროექტი "გმირის დღე" მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიას ეკუთვნის.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია.

"მნიშვნელოვანი ინიციატივა დაიწყო "ქალთა და ბავშვთა" კომისიამ - ეს არის "გმირის დღე", რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება, მთხრობელი ისტორიკოსები სკოლის მოსწავლეებს უყვებიან იმ ეროვნული გმირის შესახებ, რომელიც უშუალოდ იმ მხარეს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება," - აცხადებს ლაშხი.