თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
რატი იონათამიშვილი Responsible Statecraft-ის სტატიას ეხმაურება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკულ მხარეს საქართველოს მიმართებით უსამართლო განცხადებების გადახედვისკენ მოუწოდებს.
„მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკაში კრიტიკული ხმა ისმის, ვინაიდან ის უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები თუ განცხადებები, რაც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, საბოლოო ჯამში თვითონო ჩვენს პარტნიორზე აისახება ნეგატიურად და იქ ქმნის უხერხულობას. თუ მათი მიზანი არის რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა, ფაქტია, რომ ამ შედეგებს ვერ იღებენ. პირიქით, ასეთ დროს ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ერთიანდება საქართველოსა და „ქართული ოცნების“ ირგვლივ. შესაბამისად, თუ გაითვალისწინებენ და გადახედავენ მსგავს უსამართლო განცხადებებს, ეს იქნება უკეთესი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Responsible Statecraft-ის ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისადმი ბაიდენის დამოკიდებულება არაგულწრფელია. ვაშინგტონი პატივს სცემს სხვა მთავრობების დამოუკიდებლობას იმდენად, რამდენადაც ისინი მოქმედებენ ვაშინგტონის სურვილის შესაბამისად. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პოლიტიკა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და აღნიშნულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის სუვერენიტეტი წარმატებით დაიცვა.