მხოლოდ და მხოლოდ ახალ თაობასთან კომუნიკაციით არის შესაძლებელი, რომ ერთად ავაშენოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

მონაწილეების მეშვიდე ნაკადი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში - მათ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი და მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ. დიალოგი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

 

"ახალ თაობასთან კომუნიკაციით არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი, რომ ერთად ავაშენოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი. ახალგაზრდები სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები სვამენ ისეთ კითხვებს, რომელიც აქტუალური არის არა მხოლოდ მათთვის, კონკრეტულად ახალგაზრდებისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე ყოველთვის არსებობდეს პასუხები და ჩვენ ჩვენი პერსპექტივიდან მათ ვესაუბროთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარე წელს, სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით, 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს.